სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში აქცია - „მადლობა დამლაგებლებს“ ჩატარდა
01-08-2018
სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში აქცია - „მადლობა დამლაგებლებს“ ჩატარდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქციაში სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა პლაკატები დაამზადეს წარწერებით - „თქვენი შრომა ფასდაუდებელია“, „გმადლობთ, რომ ზრუნავთ ჩვენზე“ და დამლაგებლებს ყვავილები მიართვეს. ღონისძიების ბოლოს კი ტორტი გაჭრეს.
„ეს დღე მთლიანად ჩვენს ძვირფას დამლაგებლებს მიუძღვენით. მადლობა გადავუხადეთ მათ ფასდაუდებელი შრომისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის