საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ 1 დღის განმავლობაში ექნებათ
31-07-2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის, დამატებისა და წაშლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ 1 დღის განმავლობაში ექნებათ. აქამდე არსებული წესით, კი აბიტურიენტებს თავიანთ არჩევანში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აღარ შეეძლოთ.
რაც შეეხება შედეგების გამოქვეყნებას, ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე კვირიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა. წელს გამოცდებში 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს