თხილნარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ესტუმრნენ
31-07-2018
თხილნარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურში მეხანძრე-მაშველებს შეხვდნენ.
მათ სახანძროს ტერიტორია, მეხანძრის აღჭურვილობა, ტექნიკა, იარაღები, ფორმები და სახანძრო კოშკურა დაათვალიერეს.
შეხვედრის დროს მოსწავლეებმა მეხანძრის როლი მოირგეს, უამრავი კითხვა დაუსვეს მეხანძრეებს, გაითამაშეს სიტუაციები და მიიღეს ბევრი ინფორმაცია სახიფათო სიტუაციიდან თავის დაღწევის შესახებ.
თხილნარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მსგავს შეხვედრას მომავალშიც გეგმავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს