რუსთავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნის“ სწავლის მეთოდებზე ისაუბრეს
30-07-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის რუსთავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „რატომ და როგორ უნდა ვისწავლოთ ვეფხისტყაოსანი“ ჩაატარეს. სკოლის აღსაზრდელებმა „ვეფხისტყაოსნის“ სწავლის მეთოდებზე და პოემის ცოდნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
პრეზენტაციას დისკუსია მოჰყვა. მოსწავლეებმა თემის გარშემო საკუთარი აზრი გამოთქვეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთვნენ და იაქტიურეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის