საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა ქიმიის 50-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე სამი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო დიპლომი მოიპოვა
30-07-2018
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა ქიმიის 50-ე საიუბილეო საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IChO-2018) სამი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო დიპლომი მოიპოვა. ოლიმპიადა წელს ბრატისლავასა და პრაღაში ჩატარდა და მასში 82 ქვეყნის 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ - გიორგი პეტრიაშვილი, დავით რიჟინაშვილი და საბა გოგიჩაიშვილი. საპატიო დიპლომი გადაეცა ლევან გოჯიაშვილს.
ნაკრების მენტორთა ჯგუფი გახლავთ ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია და თინათინ ბუთხუზი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს