საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესში ცვლილება განხორციელდა
30-07-2018
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის N163/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

ცვლილების მიხედვით, ბრძანებას დაემატა ახალი პუნქტი, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში რეგულირდება დამატებითი ფინანსების გადარიცხვისას წარმოქმნილი განსხვავება. 

ამასთან, გაიწერა ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის დამატებითი დაფინანსების შესახებ განსახორციელებელი რიგი პროცედურები, რომელსაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა შეასრულებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203