კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიდიპლომატიის საერთაშორისო სკოლის ფარგლებში, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი ჩატარდა
27-07-2018
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (კსუ), პოლიდიპლომატიის საერთაშორისო სკოლის ფარგლებში, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი ჩატარდა.
შეკრებილ სტუმრებს, კსუ-ს პროფესორი და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ხელმძღვანელი - ალექსანდრე რუსეცკი და კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი - სესილი გოგიბერიძე მიესალმნენ.
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი რამდენიმე ძირითადი მიმართულებით წარიმართა: პირველ ნაწილში, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებმა, ვენაში, ეუთოს საზაფხულო სკოლის (9-13 ივლისი) შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინეს.
სემინარში საბავშვო დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრის საანგარიშო მოხსენება, სანქტ-პეტერბურგის კინოსტუდია „კინოკუნძულის“ ხელმძღვანელებმა და მოსწავლეებმა წარადგინეს და დამსწრე საზოგადოებას, მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „ორი ერის ლეგენდა“ უჩვენეს.
სემინარზე საუნივერსიტეტო, მუნიციპალური, სპორტული, სამედიცინო თუ მუსიკალური დიპლომატიის როლზე, განვითარების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე შესაბამისი დარგის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.