სამტრედიის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „სამტრედიის დენდროლოგიური პარკის ახალი სიცოცხლე“ განახორციელეს
27-07-2018
სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, მაია ლორიას ხელმძრვანელობით, ეკო-კლუბი - „ხეთა მონაღვლენი“ ფუნქციონირებდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეკოკლუბის მუშაობის მიზანი იყო ეკოლოგიური მდგომების კვლევა, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზების ძიება და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეკოკლუბის ერთ-ერთი აღსანიშნავი პროექტია - „სამტრედიის დენდროლოგიური პარკის ახალი სიცოცხლე“, რომელიც ეკოკლუბის წევრებმა და მოხალისეებმა სკოლის დირექციასთან ერთად განახორციელეს.
პარკის გახსნის ცერემონიალში სამტრედიის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც იშვიათი ჯიშის ხეებს ინგლისურ-ქართული წარწერებით საგანგებოდ დამზადებული ჟეტონები შეაბეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის