საჯავახოს საჯარო სკოლაში ძველბერძნულ საკრავებზე ისაუბრეს
27-07-2018
საჯავახოს საჯარო სკოლაში მუსიკის გაკვეთილზე მოსწავლეები ძველბერძნულ საკრავებს გაეცნენ.
გაკვეთილი მეშვიდე კლასში პედაგოგმა ნათია ტალაბაძემ ჩაატარა.
პროექტი მიზანად ისახავდა ძველბერძნული საკრავების გაცნობას.
შედეგად მოსწავლეებმა გაიცნეს საბერძნეთში ძირითადი წამყვანი საკრავები: ლირა, კითარა, ფლეიტა და ავლოსი.
შემდეგ მათ ეს საკრავები ძველ ქართულ საკრავებს შეადარეს.
„აღინიშნა მსგავსება და სხვაოებები მათ შორის, რაც სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის. მივაწოდე ინფორმაცია ძველბერძნული მითოლოგიიდან, კერძოდ პანისა და სირინქსის მითის შესახებ. გავაცანი და მოვასმენინე ძველი ანტიკური მუსიკა“ - აღნიშნა ნათია ტალაბაძემ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს