განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალი ლოგოს შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალი ლოგოს ესკიზის შესარჩევად კონკურსს აცხადებს. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც უწყების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აწერს ხელს, დღეს გამოქვეყნდა.
ბრძანების მიხედვით, სამინისტროს ახალ ლოგოს სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს. კომისიის წევრები არიან: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
ირინა აბულაძე (კომისიის თავმჯდომარე), განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
ლევან ხარატიშვილი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსი
დავით ჩხეიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი
ნინო ნანიკაშვილი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ვიზუალური კომუნიკაციისა და მედია ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი
ნანა იაშვილი, პროფესორი, გრაფიკოსი, გრაფიკული დიზაინის ასოციაციის პრეზიდენტი
თამაზ ვარვარიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (იურისტი)
ირმა ჩაფიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ნატალია დგებუაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
მერაბ ხუციშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
ნინო ქადაგიშვილი.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, გარდა კომისიის წევრებისა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს სამინისტროსთვის ესკიზების გაგზავნა 2 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. შედეგები კი 7 აგვისტომდე გამოცხადდება.
კონკურსში გამარჯვებულისთვის დაწესებულია ჰონორარი - 2500 ლარი.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ
ბმულზე.