არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლას აწყობს
26-07-2018
წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიაში საზაფხულო სკოლას აწყობს. სასწავლო პროცესს პედაგოგი მაია ქობულია უხელმძღვანელებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საზაფხულო სკოლის მიზანია, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევის გაუმჯობესება, ახალი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენა, საატესტატო გამოცდებისათვის მოსწავლეთა მომზადება.
საზაფხულო სკოლის მუშაობის ვადებია - 01/09/2018- 14/09/2018.
საზაფხულო სკოლაში განცხადების საფუძველზე დაიშვებიან სკოლა „ოცნების“ XI-XII კლასის მოსწავლეები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს