თხილნარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის დამთავრება ღონისძიებით აღნიშნეს
26-07-2018
მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის დიანა ბერიძის ხელმძღვანელობით, დაწყებითი საფეხურის დამთავრება ღონისძიებით აღნიშნეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო და მრავალფეროვანი ნომრებით წარსდგნენ და პირველ მასწავლებელს გამოეთხოვნენ.
ღონისძიების ბოლოს დამრიგებელმა აღსაზრდელებს სწავლის ახალ საფეხურზე გადასვლა მიულოცა. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის