კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის განათლებისა და სამეცნიერო - ტექნიკურ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი, ერთი მხრივ, კსუ-ს რექტორმა - კახაბერ კორძაიამ და მეორე მხრივ, თსუ-ს რექტორმა - გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს.
აღნიშნული შეთანხმების დოკუმენტი, თანამშრომლობას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით გულისხმობს, კერძოდ:
- ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარება;
- საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება, ინოვაციური კვლევებითა და სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება;
- საუნივერსიტეტო განათლებისა და კვლევითი პოტენციალის განვითარება;
- ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში;
- საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას, ორივე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.