რას აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტთა შედეგების გამოქვეყნებაზე
26-07-2018
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მომავალი კვირის განმავლობაში დაიწყება. მათივე ინფორმაციით, დღეს 16:00 საათზე აბიტურიენტებს შესთავაზებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის პირდაპირ ჩართვას Facebook - ზე საგამოცდო პროცესის დასრულებასთან და მომდევნო პროცედურებთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებამდე შეეძლებათ. ცენტრის ინფორმაციით, ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად შეწყდება.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო. წელს გამოცდებში 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს