ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
26-07-2018
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქცია „ღამე მუზეუმის“ ფარგლებში ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში გამართულ კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა - მათე კვანტალიანმა, საბა სანიკიძემ, ზურა მაღლაფერიძემ, საბა ჯიქიამ და ანასტასია მახათაძემ აკაკი წერეთლის, ექვთიმე თაყაიშვილის, კირილე ლორთქიფანიძის, ტრიფონ ჯაფარიძისა და ოლღა ხელთუფლიშვილის სახეები გააცოცხლეს.
პროექტს ლალი მიქაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები პროექტში ხალისით ჩაერთვნენ. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის