აჭარისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავისუფალ გაკვეთილზე ცოდნა წარმოაჩინეს
25-07-2018
აჭარისწყლის საჯარო სკოლაში პედაგოგმა ეთერ წითელაძემ თემაზე - ძველი და ახალი ქალაქები, თავისუფალი გაკვეთილი ჩაატარა. სასწავლო პროცესში მე-8 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა, დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, მოსწავლეები მასში მონდომებით ჩაერთვნენ და ცოდნა წარმოაჩინეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის