ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ექადიის ტყე-პარკი დალაშქრეს
25-07-2018
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის Vბ კლასის მოსწავლეებმა ექადიის ტყე-პარკი დალაშქრეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ჰერბარიუმი შეაგროვეს. აქტივობაში აქტიურად ჩაერთვნენ მშობლებიც.
ლაშრობა კლასის ხელმძღვანელის ციალა იმედაშვილისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაია ბაჯელიძის ინიციატივით მოეწყო.
ლაშქრობიდან დაბრუნებულმა მეხუთეკლასელებმა გურიის ულამაზესი ადგილის დათვალიერებით მიღებული შთაბეჭდილებები ფურცელზე გადაიტანეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის