ქიმიის გამოცდაზე 97%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე კი - 91%-მდე აბიტურიენტი
25-07-2018
დღეს აბიტურიენტები ქიმიისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდებს აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან ქიმიის გამოცდაზე გამოცხადდა 97%-ზე მეტი, ხოლო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე - 91%-მდე აბიტურიენტი. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 26 ივლისს ქიმიის გამოცდით დასრულდება. გამოცდებისთვის 39 ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.