გამორჩეული გურულები - მასწავლებლები, რომლებმაც გურიაში პირველი სახალხო ბიბლიოთეკა გახსნეს
25-07-2018
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისში სკოლადამთავრებული ახალგაზრდების დიდი ნაწილი სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებდა და მათ ზრდასა და განვითარებაზე დიდ როლს ბიბლიოთეკა ასრულებდა.

ბიბლიოთეკის მნიშვნელობა კარგად ესმოდათ მასწავლებლებს: ისიდორე რამიშვილს, ლავრენტი წულაძესა და არსენ წითლიძეს, რომლებმაც გურიის პირველი სახალხო ბიბლიოთეკა 1893 წლის 22 აგვისტოს საზიმოდ გახსნეს.

ისიდორეს მშობლიურ სოფელ სურაში სახალხო სკოლა ჰქონდა დაარსებული, ლავრენტი მასწავლებლობასთან ერთად გაზეთ „ივერიის‘‘ კორესპონდენტი იყო, არსენი კი „მოსამზადებელ წრეს“ ხელმძღვანელობდა და მომავალ გურულ საზოგადო მოღვაწეებს ზრდიდა.

მრავალი პრობლემისა და დაბრკოლების მიუხედავად, ბიბლიოთეკამ სრული დატვირთვით 1906 წლამდე იმუშავა, შემდეგ კი მისი შენობა და წიგნების დიდი ნაწილი არეულობის დრომ შეიწირა.

გურიის ბიბლიოთეკის დამაარსებელ მასწავლებლებს რეჟიმი მუდმივად დევნიდა, საბოლოოდ კი მათ მრავალი გასაჭირისა და პატიმრობის შემდეგ, საკუთარი სისხლით მოუწიათ ეროვნული სულისკვეთების გამო პასუხისგება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203