განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იმ სახელმძღვანელოების (დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) სიას აქვეყნებს, რომლებსაც გრიფი უკვე მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას 24 ივლისს მოეწერა ხელი.
იხილეთ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების სია
სამინისტროს განმარტებით, გრიფი I-VI კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების ნაწილს მიენიჭა. რაც შეეხება დანარჩენ სახელმძღვანელოებს, რომლებსაც გრიფი ჯერ არ მინიჭებია, სამინისტროს ცნობით, მუშაობა გრძელდება:
„სახელმძღვანელოების მხოლოდ ნაწილის გრიფირების გამო რომ არ წარმოიშვას არასწორი ვარაუდები, სამინისტრო განმარტავს: რამდენიმე საგანში გრიფირებამ ვერ გამოავლინა საჭიროების შესაბამისი სახელმძღვანელოები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგნებში „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველო“ იყოს ძალიან მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. ამიტომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება. ელექტრონული სკოლის კონტექსტში ცხადი გახდა, რომ ისტ-ში წარმოდგენილი სახელმძღვანელოები კონცეპტუალურად შეუსაბამოა თანამედროვე მოთხოვნებთან, ამიტომ ამ მიმართულებით სამინისტრო განმეორებით კონკურსს გამოაცხადებს.
“ - აღნიშნულია სამინისტროს
განცხადებაში.