არაფლოს საჯარო სკოლაში საზაფხულო სკოლამ მუშაობა დაასრულა
24-07-2018
2017-2018 სასწავლო წლის დასრულებისთანავე არაფლოს საჯარო სკოლაში საზაფხულო სკოლა ამოქმედდა.
სკოლის მიზანი იყო ქართული ენის ცოდნის დონის, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სოციალური უნარების გაუმჯობესება.
საზაფხულო სკოლაში ირიცხებოდა 20-მდე მოსწავლე, როგორც არაფლოდან, ასევე მეზობელი სოფლებიდან.
მოსწავლეები მუშაობდნენ შემდეგ თემებზე: ლაშქრობა, დასვენება, გარემოს დაცვა, მისალმების ტრადიცია სხვადასხვა ქვეყანაში და მისაღები და არასასრუველი ქცევა, პროფესიების არჩევა და სოფლის განვითარების გეგმა, შეხვედრა დამეგობრებული სკოლის მოსწავლეებთან, მსჯელობა გენდერულ თანასწორობასა და ნაადრევ ქორწინებაზე.
სკოლა მდინარე დებედაზე ლაშქრობით დაიხურა.
სკოლაში მოსწავლეებმა აიმაღლეს ქართული ენის ცოდნის დონე, სოციალური და შემოქმედებითი უნარები და დრო ნაყოფიერად და სახალისოდ გაატარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს