„გრიფირების ეტაპი დასრულდა, მოსწავლეებს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები ექნებათ“ - მიხეილ ბატიაშვილი
24-07-2018
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, გრიფირების ეტაპი დასრულდა. მისი თქმით, იყო გარკვეული ხარვეზები და დღესაც რჩება, თუმცა ყველა პრობლემა სისტემური მიდგომის ფარგლებში გადაიჭრება.
„ახლა დასრულდა გრიფირების ეტაპი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა ჩატარებული და სექტემბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ექნებათ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები. თუმცა, აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო ხარვეზები და დღესაც რჩება. ჩვენი მიდგომა იქნება სისტემური. გრიფირების პროცესში, რომელშიც ბევრი ექსპერტია ჩართული, ყველა დასმული პრობლემა გადაიჭრება სისტემურად და მთლიანობაში ეს განიხილება, როგორც ერთიანი სასკოლო რეფორმა, რასაც მალე წარმოვადგენთ. ვისაუბრებთ ჩვენს ხედვაზე და იმ სტრუქტურაზე, რომელმაც უნდა დაიწყოს რეფორმის გატარება ყველა მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს