„მორგის ბავშვები“ - UNICEF - ის კვლევით თბილისში სექტისმაგვარი დაჯგუფება არსებობს
24-07-2018

„სიღარიბე, სხვადასხვა სახის პრობლემა ოჯახში, ძალადობა ოჯახში და მშობელთა მიგრაცია ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ბავშვებს ქუჩისკენ უბიძგებს,“ - ნათქვამია კვლევაში, რომელიც გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდმა „ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები საქართველოში“ ფარგლებში მოამზადა.

ანგარიშის თანახმად, თბილისში არსებობს ე.წ „მორგის ბავშვების“ სექტისმაგვარი დაჯგუფება, რომელიც მიწისქვეშა სივრცეში მოქმედებს. 

კვლევის მიხედვით, ჯგუფში ბავშვებს გარკვეული ტიპის რიტუალის შესრულების შემდეგ აწევრიანებენ.

„დაჯგუფების ბევრ ყოფილ წევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარებიან... იქმნება შთაბეჭდილება, რომ არც პოლიცია და არც ქალაქის მთავრობა არ იღებს რაიმე კოორდინირებულ ზომებს ქუჩის დაჯგუფებების კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებით,“ - ნათქვამია კვლევაში.

„ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში, უფროსებისა და ქუჩაში მცხოვრები სხვა ბავშვების მხრიდან ძალადობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან,“- ამბობს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ლაილა გადი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203