„სადგურის მოედანზე“ მატარებლის გაფუჭების გამო მეტროს მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო.
როგორც ჩვენი ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში მოქალაქეები მატარებელს ელოდებოდნენ.
ერთ-ერთი მგზავრი კი Etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მატარებელი იმ დროს გაფუჭდა, როდესაც გაჩერებამდე რამდენიმე მეტრი აშორებდა:
„გაჩერებასთან ახლოს ვიყავით, როდესაც მატარებელი გაფუჭდა და რამდენიმე წუთი გვირაბში ვიყავით გაჭედილები. მე პირველ ვაგონში ვიჯექი და ჩემგან ჩანდა გაჩერება. ძალიან შემეშინდა, ყველანი პანიკაში ვიყავით. დაახლოებით 20-25 წუთში მე-2 მატარებელი მოგვაწვა უკნიდან, რომელმაც წინ წაგვწია და შევძელით ჩამოსვლა,“ - აღნიშნავს ერთ-ერთი მგზავრი
Etaloni.ge-სთან საუბრისას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მგზავრებს არაფერი ემუქრებათ და მეტრო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.