როკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზაფხულო სკოლაში დრო სახალისოდ და აქტიურად გაატარეს
24-07-2018
როკითის საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებელმა მაია აბდალაძემ საზაფხულო სკოლა მოაწყო. პედაგოგის თქმით, საზაფხულო სკოლის მოწყობის მიზანი იყო, მოსწავლეებს ორი კვირა შინაარსიანად, სახალისოდ და აქტიურად გაეტარებინათ. უკეთ გაცნობოდნენ საქართველოს კუთხეებს, საქართველოს მეფეებსა და რეგიონის ღირსშესანიშნაობებს.
საზაფხულო სკოლა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული, მოსწავლეებმა ისტორიული ფილმები ნახეს.
„არაფორმალური განათლება, უფრო ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და ცოდნის ხარისხს. ყოველდღიურად ვხელმძღვანელობდი სამოქმედო გეგმის მიხედვით. ყოველი დღის ბოლოს მიღწეულ შედეგს ვაანალიზებდი, ხარვეზებს გამოვყოფდი და მათი გადაჭრის გზებს ვსახავდი. ყოველი აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებას“,- აღნიშნავს მაია აბდალაძე. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია