საჯავახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში ინტელექტუალური თამაშები ითამაშეს
24-07-2018
სამტრედიის, საჯავახოს საჯარო სკოლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ პროექტში - „თავისუფალი გაკვეთილები“ ჩაერთო. 

პროექტს ისტორიის მასწავლებელი თინათინ ჯიქურიძე ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ - შემეცნებით მიმართულებაში (კერძოდ, ქვემიმართულებაში- რა? სად? როდის?) მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. 

პროექტი მიზანად ისახავდა ინტელექტუალური თამაშის საშუალებით, მოსწავლეების ზოგადი განათლების დონის ამაღლებას.

კურსის ხანგრძლივობა 15 საათს შეადგენდა. 

„კურსის ფარგლებში მოსწავლეებმა შეარჩიეს სასურველი თემები - კინო და თეატრი, სახვითი ხელოვნება, გმირები, ფლორა და ფაუნა, გეოგრაფია და ა. შ. შერჩეული თემები დაამუშავეს და ინტელექტუალური თამაშების საშუალებით ერთმანეთს შეეჯიბრნენ. მოსწავლეებმა ისწავლეს საჭირო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

„თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები იხილეთ ბმულზე

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203