სამოქალაქო განათლების გამოცდაზე 94%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა
24-07-2018
დღეს აბიტურიენტები სამოქალაქო განათლების გამოცდას აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი აბიტურიენტი. ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ქიმიის გამოცდით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. გამოცდებისთვის 39 ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.