დღეს აბიტურიენტები სამოქალაქო განათლების გამოცდას აბარებენ. მათი ნაწილი გამოცდიდან უკვე გამოვიდა და Etaloni.ge-სთან საუბრისას ტესტის საკითხებსა და სირთულეს აფასებენ:„საკმაოდ იოლო საკითხები იყო, პლებისციტზე მოვიდა ერთერთი კითხვა, ტექსტი გლობალიზაციასა და ურბანიზაციას შეეხებოდა, მოცემული წყაროების მიხედვით კითხვებზე უნდა გვეპასუხა“, - ნიკა გოგსაძე.
„ძალიან მარტივი და ძალიან კარგი გამოცდა იყო. ერთერთი საკითხი ურბანიზაციას შეეხებოდა, ასევე უნდა გვემსჯელა უნდა ეხმარებოდეს თუ არა საქართველო სხვა ქვეყნებს სამხედრო ძალით, შეცდომების შესწორებაც იყო, სტანდარტული დავალებები მოვიდა“, - მზიკო ჯაბნიაშვილი.
„გამოცდა საშუალო სირთულის იყო, მხოლოდ ერთი საკითხი გამოვტოვე, დანარჩენი კარგად ვწერე. ტექსტი ურბანიზაციაზე იყო - რაიონებიდან ხალხის ქალაქად ჩამოსვლაზე, უნდა გვემსჯელა არსებულ მიზეზებსა და პრევენციის გზებზე“, - მუხრან მიხელიძე.
„კარგი გარემო იყო, დამკვირვებლებიც კარგად გვექცეოდნენ. ერთადერთი პრობლემა კალამთან დაკავშირებით შემექმნა, მგონია, უკვე გამოყენებული კალმები მოგვცეს და ცუდად წერდა, რამდენჯერმე მომიწია გამოცვლა. ერთქულიანი კითხვები უფრო რთული იყო ვიდრე სამსჯელო საკითხები. თემა ბულინგზე მოვიდა, ასევე-პოლიტიკურ უფლებებზე“, - ქრისტინე შამათავა.
„ნორმალური საკითხები შემხვდა, არც რთული, არც მარტივი. მშვენიერი საგამოცდო გარემო იყო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა“, - მათე ტურაშვილი.
„მშვიდი გარემო იყო, კომფორტული. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე სტუდენტი ვარ და იურიდიულზე ვსწავლობ, საკითხები ჩემთვის მარტივი იყო. აქტუალური თემები მოვიდა, ბულინგზე, სახელმწიფო მოწყობებზე. სამოქალაქო განათლების გამოცდას დადებითად შევაფასებდი, თუმცა წინა წლების ტესტები უფრო მომწონდა“, - სოფო სახვაძე.