ქუთაისის N23 საჯარო სკოლის პედაგოგმა კოლეგებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის ანგარიში წარუდგინა
24-07-2018
ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის წამყვანმა მასწავლებელმა, ხათუნა ფირცხალაშვილა კოლეგებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის ანგარიში წარუდგინა. პედაგოგის კვლევის თემაა- „რა არის დაწყებით საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების პასიურობის და შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი დაქვეითებული ინტერესის მიზეზი“ და „როგორ გავაუმჯობესოთ მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“.
კვლევის პრეზენტაციას სხვადასხვა საგნის პედაგოგები და ასევე სხვა სკოლიდან მიწვეული მასწავლებლები ესწრებოდნენ. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის