ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა
23-07-2018
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის გუნდმა - „გრაალი“ ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ გაიმარჯვა.
ინტელექტუალური თამაში ახალგაზრდული კავშირის - „ევრო კლუბი“ ორგანიზებით გაიმართა.
სკოლის ინტელექტუალთა გუნდის კაპიტანია - ნიკოლოზ შაფაქიძე, წევრები კი - ჯემალ შარაძე, ზურაბ ვაშალომიძე, დავით ვასაძე, გიორგი წიტაიშვილი, ელენე გოგიბერიძე და მარიამ ვასაძე არიან.
სკოლის აღსაზრდელები დიპლომით, თასითა და სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის