ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან კონკურსებში მონაწილეობას აქტიურად იღებენ
23-07-2018
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები კარგად სწავლის პარალელურად, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობას აქტიურად იღებენ.
მათ ეროვნულ-ინტელექტ ჩემპიონატ „ეტალონშიც“ ითამაშეს და ნაწილმა 50 ქულიანი ბარიერიც გადალახა.
სკოლის დირექცია ამაყობს მოსწავლეების მიზანდასახულობით.
მათივე ცნობით, მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი 26 ივნისს რუსთაველის თეატრში გაიმართა. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის საზეიმო ღონისძიებას სპეციალურად მოწვეული სტუმრები მთელი საქართველოდან ესწრებოდნენ.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის