მასწავლებელთა გამოცდაზე აპლიკანტთა 64%-ზე მეტი გამოცხადდა
23-07-2018
დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები გამოცდებს შემდეგ საგნებში აბარებენ ფიზიკა, მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ქიმია, სპორტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 64%-ზე მეტი.
მათივე მონაცემებით, მასწავლებელთა გამოცდაზე ჯამში დაახლოებით 20 950 აპლიკანტია დარეგისტრირებული. აქედან ნაწილი მოქმედი მასწავლებელია, ნაწილი კი მასწავლებლობის მსურველი.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დღეს სრულდება.