ოდიშის №1 საჯარო სკოლაში „მათემატიკური შეჯიბრი“ ჩატარდა
20-07-2018
ალექსანდრე საჯაიას სახელობის ოდიშის №1 საჯარო სკოლაში „მათემატიკური შეჯიბრი“ ჩატარდა.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ VII და IX კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ქართული ენისა და ლიტერატურის, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების, დაწყებითი სწავლების, უცხოური ენების და ესთეტიკური ციკლის საგნების კათედრებიდან.
„მათემატიკური შეჯიბრის“ I ტურში წარმოდგენილი იყო -„ლოგიკური ამოცანები, რომელთა ამოხსნაც ყველას უნდა შეეძლოს“. II ტურში კი - „კითხვები, რომლითაც შეგიძლიათ გამოსცადოთ საკუთარი თავი“. III ტურს კი ერქვა - „ცოტათი გავივარჯიშოთ ტვინი და მეხსიერება“.
გამოვლინდნენ „მათემატიკური შეჯიბრის“ ლოგიკურად მოაზროვნე მასწავლებელი, ლოგიკურად მოაზროვნე გოგონა და ლოგიკურად მოაზროვნე ბიჭი, რომელბიც დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია