შუაღელეს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა დაწყებითი საფეხურის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
20-07-2018
ზვიად დავითაძის სახელობის შუაღელეს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის დასრულება ღონისძიებით - „ანბანის გაცილება“ აღნიშნეს. ღონისძიებას კლასის დამრიგებელი მაია ჩიჯავაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოეთხოვნენ და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
პედაგოგებმა კი მოსწავლეებს სწავლის ახალ საფეხურზე გადასვლა მიულოცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია