წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კოლხური კულტურის მუზეუმი მოინახულეს
20-07-2018
წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფოთში კოლხური კულტურის მუზეუმს ეწვივნენ.
ექსკურსია სასწავლო-შემეცნებითი პროექტის „სამეგრელოს იდუმალი სილამაზის“ ფარგლებში გაიმართა.
მუზეუმში მოსწავლეები კოლხური საგანძურის მდიდარ კოლექციას დინოზავრის ნაკვალევით დაწყებული და ქალაქ ფოთში შემომავალი პირველი მატარებლის ზარით დამთავრებული გაეცნენ.
წვირმის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მუზეუმის დირექტორს ელენე გაბლიანს, რომელიც წარმოშობით მულახიდანაა, გულთბილი მასპინძლობისთვის და უფასო მომსახურებისათვის.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის