
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეების მონაწილეობით შემეცნებით-გასართობი ღონისძიება - „მხიარული შემოდგომა“ გაიმართა.
ღონისძიება ინტეგრირებული ხასიათის იყო და რამდენიმე სასწავლო დისციპლინას – ქართულ ენას, ხელოვნებას, მუსიკასა და ბუნებისმეტყველებას აერთიანებდა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თემატურ ვიქტორინაში და გამოავლინეს ცოდნა, შემოქმედებითი უნარები და ლოგიკური აზროვნება.
ღონისძიების მიზანი სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, შემოქმედებითი უნარების განვითარება და სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება იყო.
პატარებმა ცოდნა, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: