ხორენიის საჯარო სკოლის პირველკლასელთა პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა
27-11-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა განსაკუთრებულად და საზეიმოდ აღნიშნეს მშობლიური ენის ანბანის სწავლის დაწყება.

მშობლიური ენის მასწავლებელმა - ანი ალავერდიანმა ჩაატარა საინტერესო ღია გაკვეთილი-ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ კლასის დამრიგებელი - ინგა მელდონიანი, სკოლის დირექტორი რუბენ ვარდანიანი და სხვა მასწავლებლები.

მოსწავლეებმა დამსწრეებს წარუდგინეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები.

მათ დიდი სიხარულით აღნიშნეს თავიანთი პირველი ღონისძიება სკოლაში და ამავე დროს, ლამაზი ლექსებით შემოდგომასაც დაემშვიდობნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203