ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელთა ზღაპრული პირველი საანბანო გაკვეთილი 
27-11-2026

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში სიხარულით შეაბიჯეს. 

პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო და შემოქმედებითი აქტივობები გააერთიანა. 

„გიმნაზიაში პირველკლასელებთან ანბანის შემობრძანების დღე გვქონდა - ზღაპრული, ემოციებითა და სიხარულით სავსე . 

პატარა მოსწავლეებისთვის ეს განსაკუთრებული გაკვეთილი იყო, რადგან მათ წინაშე ქართული ანბანის ჯადოსნური სამყარო გადაიშალა. ასოებისა და სიტყვების გაცნობა, ლამაზი აქტივობები და საზეიმო განწყობა ამ ყოველივეს უფრო დაუვიწყარს ხდიდა.

ჩვენი კლასი ზღაპარს დაემსგავსა, სადაც თითოეულმა ასომ თავისი პატარა ისტორია მოყვა. 

პირველი ნაბიჯები დიდი ცოდნისკენ - ჩვენი პატარა მკითხველების დიდი თავგადასავალი იწყება!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საანბანო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203