სკოლა „ჯეო სქაის“ მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ
27-11-2026

სკოლა „ჯეო სქაის“ მოსწავლეები საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას პარლამენტის შენობაში გაეცნენ.

მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ.

შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სხდომათა დარბაზში, ახალგაზრდებმა თვითმმართველობის სტრატეგიული ხედვები და სამომავლო ინიციატივები წარადგინეს.

შეხვედრაზე ასევე შეჯამდა უკვე განხორციელებული პროექტები, რომლებიც სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებასა და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ემსახურება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203