კერძო სკოლა „თამარისის“ მე-3 კლასელთა შთამბეჭდავი საშემოდგომო თავგადასავალი
27-11-2026

კერძო სკოლა „თამარისის“ მე-3 კლასელებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

პატარები ღვინის მარანს სტუმრობდნენ, სადაც დაუვიწყარი დრო გაატარეს.

ბავშვებისთვის ნამდვილი რთველი მოეწყო. მოსწავლეებმა დაწურეს ყურძენი, ამოავლეს ჩურჩხელები, მოუსმინეს ღვინის დამზადების მასტერკლასს და დააგემოვნეს ადგილობრივი კერძები.

მოსწავლეები გასვლითი ღონისძიებიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

„საინტერესო გასვლითი გაკვეთილი გამოგვივიდა. პატარები ემოციებით დახუნძლულები დაბრუნდნენ შინ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203