​ცოდნითა აღმოჩენებით სავსე სავსე დღე „უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოს“ მე-2 კლასელებისთვის - პატარები საფუტკრე მეურნეობას სტუმრობდნენ
27-11-2026

„უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოს“ მოსწავლეებისთვის მეფუტკრეობის გაცნობის მიზნით,  შთამბეჭდავი, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

მე-2 კლასელები, დამრიგებლის - ანა ივანაურის ხელმძღვანელობით, საფუტკრე მეურნეობას სტუმრობდნენ.

მოსწავლეები დააკვირდნენ ფუტკრებს, შეისწავლეს მათი ცხოვრება, გაიგეს, რამდენად მნიშვნელოვანი საქმე აკისრიათ ბუნებაში და რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ამ პატარა, დაუღალავ მშრომელებს.

„პატარა მკვლევრები ფუტკრების საოცარ სამყაროში! საინტერესო აღმოჩენებითა და ახალი ცოდნით სავსე დღე!“,- ასე აფასებენ გასვლით ღონისძიებას სკოლაში და პატარებს კიდევ არაერთ შთამბეჭდავ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203