მშობლიური ენის სიყვარულით მოპოვებული ოქრო-ვერცხლის დიპლომები - „ეტალონელების“ მორიგი ტრიუმფი​ საგნობრივ ოლიმპიადაზე
27-11-2026

„ეტალონის“ 2026 წლის შემოდგომის ინტელექტუალური მარათონი კულმინაციას უახლოვდება და თითოეული დღე სულ უფრო მეტი სიამაყითა და სიხარულით გვავსებს. 24-25 ნოემბერს izrune.ge-ს თანამედროვე ტექნოლოგიურ პლატფორმაზე ნამდვილი ცოდნის დღესასწაული გაიმართა - ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა, რომელმაც ასეულობით მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისა და მშობლიური სიტყვის სიყვარულის გაზიარების დაუვიწყარი შანსი მისცა.

გულისამაჩუყებელი და შთამაგონებელი იყო იმის ხილვა, თუ როგორ გააერთიანა ამ დღემ მთელი საქართველო: დიდი ქალაქებისა და მაღალმთიანი, შორეული სოფლის სკოლების მოსწავლეები, კერძო თუ საჯარო სექტორის ახალგაზრდები და, რა თქმა უნდა, ჩვენი პატარა პირველკლასელები - ისინი, ვინც ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში პირველ, ყველაზე ამაღელვებელ ნაბიჯებს სწორედ „ეტალონთან“ ერთად დგამენ.

სწორედ ეს საოცარი ერთობა, გულწრფელი ემოციები და წიგნიერებისკენ სწრაფვა სძენს „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადას განსაკუთრებულ სითბოსა და მნიშვნელობას. ჩვენთან არ არსებობენ დამარცხებულები - აქ თითოეული ბავშვი უკვე გამარჯვებულია, რადგან მათ აირჩიეს განვითარების, საკუთარი თავის რწმენის გზა და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ცოდნა არის ის უძლეველი ძალა, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ნათელი და დიდი მომავალი შენდება.

შემოდგომის სეზონის ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადამ უკვე მოიტანა საამაყო შედეგები - გამოვლინდნენ ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის დიპლომის მფლობელი ნიჭიერი მოსწავლეები - ამას ადასტურებს დამსახურებული დიპლომები, რომელთა ხილვა და ამ დიდი სიხარულის გაზიარება შეგიძლიათ მითითებულ [ბმულზე].

ნიჭიერების ზეიმი კი გრძელდება - დაჩექინდი „ეტალონის“ წარმატების რუკაზე!

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში: 

ქართული ენა და ლიტერატურა - ავლენს მშობლიური ენის გრამატიკულ ცოდნას, ტექსტის გააზრებისა და ლიტერატურული მასალის ფლობის დონეს;

მათემატიკა - მიზნად ისახავს სასკოლო მასალის ცოდნის გადამოწმებას და მათემატიკური აზროვნების ეფექტურად გამოვლენას;

ინგლისური ენა - აფასებს უცხოური ენის ლექსიკურ, გრამატიკულ და ფუნქციურ დონეს შესაბამისი დონის მიხედვით;

ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება - ორიენტირებულია არასასკოლო, ზოგად თვალსაწიერზე, ანალიტიკურ უნარებსა და ლოგიკურ მსჯელობაზე.

არ გამოგრჩეთ, დღესვე დარეგისტრირდით შემოდგომის სეზონის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ  მათემატიკის ოლიმპიადა

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე.

გახსოვდეთ, „ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს. გელოდებით შემოდგომაზე!

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203