„ინოვაციების სკოლაში“ დებატების შიდასასკოლო ტურნირი გაიმართა
27-11-2026

„ინოვაციების სკოლაში“​, სიქასთან (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) პარტნიორობით, წარმატებით ჩატარდა დებატების სასკოლო შესარჩევი ტურნირი.

ტურნირის ფარგლებში VII–XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა კარლ პოპერის პოლიტიკური დებატების ფორმატში (Policy Debate) იასპარეზეს, სადაც მოწვეულმა კვალიფიციურმა მსაჯებმა თითოეულ მონაწილეს განმავითარებელი შეფასება მისცეს.

შედეგები:

• ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი;

• გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და 10 საუკეთესო მომხსენებელი, რომლებიც სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

შემდეგი ეტაპი - დებატების ეროვნული ტურნირია. საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები უკვე ემზადებიან ფინალური ეტაპისთვის, სადაც მოსწავლეები სკოლის სრული დაფინანსებით გაემგზავრებიან:

ტურნირი 12–13 დეკემბერს გაიმართება. მთავარი თემა იქნება - „ზრუნვის ეკონომიკა“ (წინასწარ ჩატარდება სპეციალური საინფორმაციო შეხვედრაც).

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და შემდეგ ეტაპზეც წარმატებას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ყველა მონაწილეს მიღწეულ შედეგებს და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გუნდებს ეროვნულ ასპარეზზე! მოემზადე მომავლისთვის „ინოვაციების სკოლა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203