ბაღდათის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად ექცათ
27-11-2026

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

საანბანო პერიოდის დაწყება პირველკლასელებისთვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა. 

პატარა მოსწავლეებმა ლამაზი აქტივობებით, მხიარულებით, ლექსებითა და სიმღერებით აღნიშნეს ანბანის შემობრძანება. თითოეული ასო ხომ ახალი აღმოჩენა, ახალი სიტყვა და კიდევ ერთი ნაბიჯია დიდი ცოდნისკენ.

სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ და პატარებს ანბანის სწავლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავენ, 

„დიდი სიხარულითა და სიყვარულით შევეგებეთ ქართულ ანბანს - ცოდნის, განათლებისა და უსასრულო შესაძლებლობების სამყაროს კარს.

ვულოცავთ ჩვენს პატარა მეგობრებს ამ მნიშვნელოვან დღეს! დაე, ანბანის ჯადოსნურმა სამყარომ უამრავი საინტერესო თავგადასავალი, ლამაზი სიტყვა და წარმატება აჩუქოთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203