
სკოლა „დეას“ პედაგოგები მოსწავლეებს დიდი ილიას ღირებულებებზე ზრდიან და მომავალ თაობას სახელოვანი წინაპრის მოღვაწეობას გულდასმით ასწავლიან.
8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს აღვნიშნავთ.
ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო და შემოქმედებითი საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივი ძალისხმევით შექმნეს კედლის გაზეთი, რომელიც ერის მამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთავარ ეტაპებს ეძღვნება.
მასწავლებლის მიერ მიწოდებული რესურსების საფუძველზე, ბავშვებმა გუნდურად იმუშავეს, გააანალიზეს მასალა და საკუთარი ხელით გააცოცხლეს ილიას მდიდარი მემკვიდრეობა.
იხილეთ ფოტოები: