
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა.
ეს იყო დღე, როცა პოეტის სიტყვა სულის სიმებს შეეხო და მთის სიდინჯე, სითბო და სიმართლე ყველას გულამდე მივიდა.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს „პოეზიის ხევისბერის“ ლექსები და მის პოეზიის სილამაზეს გაუსვეს ხაზი.
საღამოს ესწრებოდნენ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი სალომე ფუტკარაძე და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწეები: გივი პაიკიძე და თამარ ფხაკაძე.
სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს, მონაწილეებსა და მსმენელს ამ გამორჩეული საღამოსთვის.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა -ნინო ფანჩულიძემ და ელისო კიკვაძემ.
იხილეთ ფოტოები: