სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლობით გაჭიანურდა და პროექტების ღირებულებამ 2 მილიონს გადააჭარბა - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა
26-11-2026

საბავშვო ბაღების მშენებლობა წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა, რის გამოც პროექტების ღირებულება ჯამში 2,117,523 ლარით გაიზარდა - ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლევაში ვკითხულობთ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფლების ხალას, გვარასა და ქვედა კვირიკეს საბავშვო ბაღების მშენებლობა წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა. სამივე ტენდერში გამოიკვეთა ერთი და იგივე ტენდენცია იკვეთება. თავდაპირველად შესყიდვას იგებს კომპანია, რომელიც სამუშაოს ნაწილობრივ ასრულებს, ავანსის სახით იღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას და წყვეტს სამუშაოს, ახალი ტენდერის გამოცხადებისას კი სახელშეკრულებო თანხა იზრდება.

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სამ სოფელში (ხალა, გვარა, ქვედა კვირიკე) საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი ვერ მართა: ვერ მოამზადა შესაბამისი ხარისხის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები, დროულად და ეფექტიანად ვერ გააკონტროლა სამუშაოები, რამაც, საბოლოო ჯამში, 2,117,523 ლარით გააძვირა პროექტები;
  • სოფელ ხალაში მშენებლობა თავდაპირველი ვადიდან თითქმის ოთხი წლის დაგვიანებით, 2024 წლის დეკემბერში დასრულდა და თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით 221,422 ლარით მეტი დაიხარჯა;
  • სოფელ გვარაში სამუშაოები სამი წლის დაგვიანებით, 2022 წლის ნაცვლად, 2025 წლის ივლისში დასრულდა და თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით 1,008,814 ლარით მეტი დაიხარჯა;
  • სოფელ ქვედა კვირიკეში მშენებლობის დასრულება ოთხი წლის დაგვიანებით, 2026 წლის ნოემბრისთვის არის დაგეგმილი. აქ ბაღის მშენებლობა 2022 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო. ამ ხნის განმავლობაში მშენებლობის ხარჯი დამატებით 887,287 ლარით გაიზარდა;
  • სამივე საბავშვო ბაღის მშენებლობის ხელშეკრულებებში, მათი მშენებლობის დასრულებამდე, ჯამურად, 43-ჯერ შევიდა ცვლილებები;
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203