მთავრობის დადგენილებით ცვლილება შევიდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების წესში და ეს ეხება როგორც სწავლის საფასურის ოდენობას, ისე უნივერსიტეტების ბიუჯეტირების ტექნიკურ პროცესს.
დადგენილების მიხედვით, განისაზღვრა სწავლის საფასურის ორეტაპიანი სტრუქტურა:
2027 წლის 1 იანვრამდე: შესაბამის სტუდენტებს პირველი სემესტრის სწავლის საფასური განესაზღვრათ 1 125 ლარით, ხოლო მეორე და ყოველი შემდგომი სემესტრის საფასური უკვე გამოითვლება დადგენილი სტანდარტული ღირებულებების ფარგლებში (რაც სწავლის საფეხურისა და სფეროს მიხედვით წლიურად 2 500-დან 3 575 ლარამდე მერყეობს).
ინფორმაციისთვის: 2026 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. გარდამავალ პერიოდში, სანამ ახალი საბიუჯეტო წელი (2027 წლის 1 იანვარი) დაიწყება და ახალი ტარიფები სრულად ამუშავდება, საჭირო გახდა 2026 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ძველი, ფიქსირებული სემესტრული განაკვეთის (1 125 ლარი, ანუ წლიური 2 250 ლარის ნახევარი) სამართლებრივად დაფიქსირება.
დადგენილებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიენიჭა დროებითი უფლებამოსილება, უნივერსიტეტებს საბაზო დაფინანსება გადაურიცხოს მინისტრის ინდივიდუალური ბრძანებით დადგენილი წესით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემებზე დაყრდნობით.