
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
სულ ახლახან, XII კლასის მოსწავლე გვანცა მუშკუდიანმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტ Eco Georgia-ს ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში - „შენი იდეა ტყისთვის“ გაიმარჯვა.
კონკურსის მიზანი იყო სატყეო მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების დაინტერესება ტყის მნიშვნელობისა და მისი დაცვის საკითხებით. „შენი იდეა ტყისთვის“ განხორციელდა კლიმატის მწვანე ფონდის (GCE) გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების და GLZ ერთობლივი ძალისხმევით.
მოსწავლე კონკურსზე საინტერესო იდეით წარდგა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
მოსწავლის ბიოლოგიის პედაგოგი ნანა ფუტკარაძე გახლავთ.