
არსებობს კავშირები, რომლებიც საქმიანი თანამოაზრეობით იწყება, თუმცა დროსთან ერთად დიდ, შეუცვლელ მეგობრობაში გადაიზრდება. სწორედ ასეთია „ეტალონისა“ და საქართველოს სკოლების ათწლეულების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობა - კავშირი, სადაც მთავარი ღირებულება განათლებისადმი უპირობო ერთგულებაა.
როდესაც სკოლის კედლებში შექმნილი სიახლე, დირექტორის, სასკოლო საზოგადოების, პედაგოგის შრომა და მოსწავლის წარმატება ფართო საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი, სასკოლო ცხოვრება განსაკუთრებულ ელფერს იძენს. საგანმანათლებლო-შემეცნებითი პორტალი ETALONI.GE კი წლებია ამ პროცესის მთავარი მემატიანე და გულშემატკივარია. სწორედ ამ მრავალწლიანი თანამოაზრეობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის ნიშნად, ჩვენი გუნდი თანამოაზრე სკოლების დირექტორებს სპეციალური საპატიო დიპლომებით აჯილდოებს.
ეს ფორმალური სტატუსი კი არა, საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს.
კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ მეგობრობა „ეტალონთან“ ნიშნავს, რომ სკოლის ხმა ისმის ყველგან, ხოლო მისი წარმატებული პრაქტიკა სხვებისთვისაც მისაბაძი ხდება.
ჩვენთვის კი, როგორც მედია და საგანმანათლებლო პლატფორმისთვის, განსაკუთრებით ძვირფასია ის ნდობა, რომელსაც სკოლის დირექტორები გვიცხადებენ, რადგან გვაქვს საერთო მიზანი - ერთიანი ძალებით, ურთიერთპატივისცემითა და საქმის სიყვარულით უზრუნველვყოთ თითოეული ბავშვის უმაღლესი კონსტიტუციური უფლება - მიიღოს ხარისხიანი განათლება და იცხოვროს გარემოში, სადაც მათი ნიჭი და მონდომება ყოველთვის დაფასებულია.
„ეტალონი“ მადლობას უხდის თითოეულ თანამოაზრე დირექტორს, პედაგოგსა და სასკოლო საზოგადოებას ამ ნდობისთვის, მეგობრობისთვის, თანამოაზრეობისთვის - ერთად არაერთ საამაყო და განათლებულ თაობას აღვზრდით!